ძვირფასო სტუდენტებო,
იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო სემესტრს.
ამასთან, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით. თსუ რექტორის №189/01-01 ბრძანების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:
ბაკალავრიატი
სააუდიტორიო მეცადინეობები 21 სექტემბერი - 31 დეკემბერი, 8-9 იანვარი;
შუალედური გამოცდები - 9 – 21 ნოემბერი; დასკვნითი გამოცდები - 11 იანვარი - 6 თებერვალი, 12 - 19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
მაგისტრატურა/დოქტორანტურა
სააუდიტორიო მეცადინეობები - 28 სექტემბერი - 31 დეკემბერი, 8 – 16 იანვარი;
შუალედური გამოცდები - 16 - 21 ნოემბერი; დასკვნითი გამოცდები - 18 იანვარი - 6 თებერვალი 12-19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
- ბაკალავრიატის საფეხურის სალექციო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე 14 სექტემბერს, 17:00 საათზე;
- სალექციო ნაკადების არჩევას (აკადემიური რეგისტრაცია) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 16 სექტემბერს, 17:00 საათიდან;
- სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 17 სექტემბერს, 15:00 საათზე;
- სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ. გვერდზე განთავსდება - 24 სექტემბერს, 17:00 საათზე;
- სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან;
- უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 25 სექტემბერს 17:00 საათზე.
- მაგისტრატურის საფეხურის სალექციო ნაკადების ცხრილი ვებგვერდზე განთავსდება 21 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხოლო საგნებზე რეგისტრაცია მაღალსემესტრელი სტუდენტებისთვის დაიწყება 24 სექტემბერს, 13:00 საათზე, ხოლო პირველსემესტრელებისთვის 26 სექტემბერს, 13:00 საათზე.
- დოქტორანტურის საფეხურის სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 28 სექტემებრს, 14:00 საათიდან.
-
გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანსა ან სასემინარო ჯგუფზე რეგისტრაციის გარეშე.
-
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მხოლოდ UNI.TSU.GE შეტყობინებების კატეგორიიდან - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.
შენიშვნა! გაცნობებთ, რომ სალექციო ცხრილი შედგენილია, ისე, რომ მიმდინარე სემესტრის სავალდებულო საგნების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ განსხვავებული განრიგით (მობილობის ან დარჩენილი საგნების გამო) სალექციო ნაკადების დამთხვევის რისკი არსებობს.
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვისაც დარჩენილი აქვს საგანი ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ გთხოვთ, მიმართოთ კანცელარიას განცხადებით (ვორდის დოკუმენტი) chancellerylaw@tsu.ge.
იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება;
მნიშვნელოვანი გაფრთხილება!
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი პირადი/სტუდენტური ბაზის პაროლის უსაფრთხოებას. არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლი, მათ შორის თანაკურსელს, მეგობარს, სხვა სტუდენტს ან ნებისმიერ სხვა პირს. პაროლი არის თქვენი პირადი მონაცემი და მისი გამოყენებით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სასწავლო პლატფორმა uni.tsu.ge შეგიძლიათ გახსნათ მხოლოდ ერთი მომხმარებლის საშუალებით, პარალელურად სხვა ბრაუზერიდან გახსნის შემთხვევაში ბაზა გაგეთიშებათ! გაითვალისწინეთ აღნიშნული აკადემიური რეგისტრაციის დროს!
გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარი ანგარიშისა და პირადი ინფორმაციის დაცვას.
სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულის შესახებ შეუძლიათ მოგვმართონ ასევე UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 14, 15 და 16 სექტემბრს. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება 28 და 29 სექტემბერს.
დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 20 სექტემბრისა უნდა მოიწეროთ UNI.TSU.GE, კატეგორიიდან „დამატებითი სემესტრი“. განცხადებაში აუცილებელია მიუთითოთ სასურველი კრედიტების რაოდენობა.
შენიშვნა, გაუმჯობესებული საგნის ლექციაზე შეგიძლიათ დაესწროთ, მანამდეც სანამ დისციპლინა აგესახებათ ბაზაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ჩარიცხრული სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ახალ 180 კრედიან პროგრამაზე, შესაბამისად აღნიშნული გაითვალისწინეთ საგნის გაუმჯობესების მოთხოვნის შემთხვევაში!
სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 17 სექტემბერს 15:00 საათზე.
იურიდიული ფაკულტეტი წარმატებულ სემესტრს გისურვებთ!
თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია!